ჩვენ შესახებ
“სახლი 71”-ის მრავალფუნქციური კომპლექსი ისნის მეტროდან 450 მეტრში, ქეთევან დედოფლის 71 ნომერში მდებარეობს. აერთიანებს: 3 საცხოვრებელ ბლოკს, დაცულ საბავშვო სივრცეს, სპორტულ მოედანს, 3000 კვ.მ რეკრეაციას, კომერციულ და საოფისე ზონას, ღია და დახურულ პარკინგს.
პროექტი აღჭურვილი იქნება, ულტრათანამედროვე ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებით, ცეცხლგამძლე საევაკუაციო ფოიეებითა და ლიფტებით, ჰიდრანტებით, საშხეფეებით და ა.შ.
მშენებლობა საქართველოს ბანკის 100%-იანი დაფინანსებითა და დაზღვევით ხორციელდება.
კომპლექსის მდებარეობის მთავარი უპირატესობები:
- კომპლექსის სიახლოვე ქალაქის ცენტრთან (თავისუფლების მოედნამდე ტრანსპორტით გადაადგილების შემთხვევაში 10 წთ სავალზე);
- მეტრო ისნიდან 450 მეტრში;
- მეტრო სამგორიდან 350 მეტრში;
- ისანი მოლი- 650 მეტრში;
- სამგორი მოლი 350 მეტრში;
- ავტობუსის გაჩერება 50 მეტრში.
- სამგორის ავტოსადგომი 100 მეტრში;
- კომპლექსის სიახლოვეს ბაღი, სკოლა, ბანკები, კლინიკა.